Parodos įvertinimas

Apsaugos kodas
*alt_phpcaptcha_generated_image*
Loading
Ačiū! Jūs sėkmingai palikote atsiliepimą!

{{msg}}

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა: საქართველო-ლიტვის მეგობრობის 100 წელი (LCVA)

აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოს, ყუბანის, ლატვიის, ლიტვის. ბელარუსის, ჩრდილოეთ კავკასიის, უკრაინის და ესტონეთის წარმომადგენლების მიმართვა პარიზის სამშვიდობო კონფერენციის თავმჯდომარის ჯორჯ კლემანსოსადმი, ერთა ლიგაში მიღების და მათი დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ.

[1919 წ.]

LCVA. F. 383, ap. 7, b. 23, l. 242, 243, 244.

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა: საქართველო-ლიტვის მეგობრობის 100 წელი (LCVA)

პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე მონაწილე ლიტვის, ესტონეთის, ლატვიის, საქართველოს და უკრაინის წარმომადგენლების ერთობლივი პროტოკოლი. ერთ-ერთი ხელმომწერი - საქართველოს წარმომადგენელი ნიკოლოზ ჩხეიძე (კარლო ჩხეიძე).

[19 აპრილი 1919 წ.]

LCVA. F. 383, ap. 3, b. 172, l. 56, 57.

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა: საქართველო-ლიტვის მეგობრობის 100 წელი (LCVA)

დიდი ბრიტანეთის უმაღლესი კომისარი სამხრეთ კავკასიაში, საქართველოს დამოუკიდებლობის ძლიერი მხარდამჭერი, სერ ოლივერ უორდროპი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი თბილისში 1919 წლის 30 აგვისტოს გამართულ დახვედრაზე.

საქართველოს ეროვნული არქივი.

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა: საქართველო-ლიტვის მეგობრობის 100 წელი (LCVA)

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს პირველი ლობისტის ‒  კონგრესმენ უოლტერ მარიონ ჩენდლერის გამოსვლა კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, სადაც მან ესტონეთის, ლატვიის, ლიტვის, აზერბაიჯანისა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარება და ამ ქვეყნების ფინანსური დახმარება  მოითხოვა.

ვაშინგტონი, 1920 წლის 19 იანვარი.

საქართველოს ეროვნული არქივი.

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა: საქართველო-ლიტვის მეგობრობის 100 წელი (LCVA)

ამონარიდი ერთა ლიგის დოკუმენტიდან საქართველოს შესახებ.

LCVA. F. 383, ap. 7, b. 440, l. 66, 67, 68.

 

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა: საქართველო-ლიტვის მეგობრობის 100 წელი (LCVA)

საქართველოს სახელმწიფო მოღვაწეები და უცხოელი დიპლომატები საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დე იურე აღიარებისადმი მიძღვნილ ზეიმზე.

ტრიბუნაზე პირველ რიგში, მარცხნიდან მარჯვნივ: მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია, ბრიტანეთის უმაღლესი კომისარი, პოლკოვნიკი კლოდ ბეიფილდ სტოქსი, საფრანგეთის უმაღლესი კომისარი აბელ შევალიე, თურქეთის დიპლომატიური წარმომადგენელი ქიაზიმ ბეი. თბილისი, 1921 წლის 6 თებერვალი.

საქართველოს ეროვნული არქივი.

Lt En